
გრეის ჰოპერის ტექ დაჯილდოება
ნომინაცია: ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის
ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის
ამ კატეგორიაში ჯილდოვდება გამორჩეული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ემსახურება თანასწორობას, მრავალფეროვნებას და ტექნოლოგიებში ლიდერულ პოზიციებზე ქალების წინსვლას.
გამარჯვებული კომპანია პარტნიორებისგან მიიღებს 10 ათასი ლარის ოდენობის გრანტს, რომე ლსაც გამოიყენებს წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებსა და პროგრამებში, რაც ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას წაახალისებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
-
კომპანია რეგისტრირებულია და/ან ოპერირებს საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში.
-
ფუნქციონირებს მინიმუმ 2 წელი.
-
ყავს მინიმუმ 5 თანამშრომელი სრულ განაკვეთზე.
-
კომპანიიის შიგნით თუ გარეთ აქვს დანერგილი ისეთი HR პროცესები თუ პროგრამები, რომელიც მხარს უჭერს ქალთა თანასწორობას და მრავალფეროვნებას .
შეფასების კრიტერიუმები
-
კომპანიის ზოგადი შეფასება (საქმიანობა, შედეგები, თანამშრომლების გენდერული განაწილება და სხვა)
-
არსებული ძალისხმევა ქალების გაძლიერებაში
-
სამომავლო გეგმები ტექნოლოგიების სფეროში ქალების გაძლიერებისთვის

ნომინაციის ჟიური
